07 მაისი 2024,   08:55
ვრცლად
დაპირისპირება სამხედროებს შორის - დაკავებულების სასამართლო გაიმართება

სამხედროებს შორის დაპირისპირების საქმეზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დღეს რუსთავში სასამართლო სხდომა ტარდება.

ინციდნეტი ნორიოს ტყეში 25 მაისს მოხდა. შემთხვევის შედეგად სერგო ჯიმშერაშვილმა თავის ტვინის დაზიანებები მიიღო და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია სამართალდამცველებმა ირაკლი სამხარაძე დააკავეს.

კიდევ ოთხს სამხედროს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები