26 დეკემბერი 2024,   22:28
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს სოხუმი საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადოს

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს სოხუმი საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადოს.

მისვე თქმით, თუ რუსეთი მზად იქნება, ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე მოსკოვთან მოლაპარაკებებსაც დაიწყებს.

„ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კონსტიტუციური მუდმივობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა. მზად ყოფნის შემთხვევაში, მე დაუყოვნებლივ დავიწყებ მოლაპარაკებებს მოსკოვთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ და საქართველოს ამ ტკივილს გადავაქცევ მთელი მსოფლიოს თავის ტკივილად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები