26 დეკემბერი 2024,   14:45
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საოლქო კომისიაში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საოლქო კომისიაში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს.
მურთაზ ზოდელავამ დღეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ დაწერილი საჩივრები წარადგინა. მისი განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი თამარ ჟვანიას ახლობელია და ცესკოს თავმჯდომარის მითითებით ცდილობს აამოქმედოს გაყალბებების აპრობირებული მეთოდი.

უბნებზე საუბნო კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები წინასწარ სუსში შერჩეული სიის მიხედვით ინიშნებიან და პროცესში ჩართულია საჯარო მოხელეები და ძალოვანი უწყებები. მურთაზ ზოდელავას თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ 140 საჩივარია დაწერილი. ცესკო-ში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

დღის ამბები