26 დეკემბერი 2024,   14:53
ვრცლად
87 წლის ასაკში ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 87 წლის ასაკში ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა.

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის, სახელმწიფო და რამდენიმე სხვა პრემია. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი.“

1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა. 1957 წლიდან იყო მწერალთა კავშირშის წევრი.

თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

დღის ამბები