26 დეკემბერი 2024,   14:48
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია არაევროპულია და მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპონენტებთან დებატები ნეიტრალურ სივრცეში უნდა შედგეს.

„ეს საარჩევნო კამპანია, როგორც ყველა ხართ მოწმე, ვითარდება როგორც არაევროპული კამპანია, არაღირსეული კამპანია, არაცივილური კამპანია. სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ეს არის დამახასიათებელი დღევანდელი საარჩევნო კამპანიის და, სამწუხაროდ, ეს ლახავს, ასევე, საქართველოს სურათს. გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე და მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სამართლე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები