„შეიძლება ტალანტი აქვს მაგრამ აცდენილი. ახლა მაგ ტალანტს აბსოლუტურად შეეწირება მისი მომავალი. ის არის აბსოლუტურად ბოროტი ძალებითა სავსე,“- ამის შესახებ განცხადება ზაზა ოქუაშვილმა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას სთხოვდა, რომ მიეცა 4 მილიონი, ასევე თანხა ჩაერიცხა „ქართული ოცნების“ ფონდში. მას ასევე აიძულებდნენ, რომ დაეფინანსებინა „პატრიოტთა ალიანსი.“
„მოითხოვეს "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსება. მოთხოვნილი იყო მათგან აგრეთვე რომ დამატებით პროცენტების განაწილებასთან ერთად "ოცნებაში" დამატებით უნდა დამეფინანსებინა კიდევ ალიანსი. რომელიც იმ 7%-იც კი არ შედიოდა. რომელი 25 %-იც მრჩებოდა 7% აკლდებოდა კიდევ,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, ის არაფერს არ აფინანსებდა და არ მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში.
„მე არაფერს არ ვაფინანსებდი, რაც არ მინდოდა. მე არაფერს არ ვიძლეოდი, მაგათ კორუფციაში არ ვიღებდი მონაწილეობას. და ფული რაც წაიღეს ეს იყო გატაცებული ფული,“-განაცხადა ოქუაშვილმა.