საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ შეცვალა გიორგი ჩაკვეტაძე ზურიკო დავითაშვილით. ასევე, რატომ არ ითამაშა გიორგი გველესიანმა ძირითად შემადგენლობაში და რატომ ითამაშა საბა კვირკველიამ.
"ზურიკო განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. გვჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც მეტოქის დაცვას გაწელავდა და ეს შესანიშნავად გააკეთა.
რაც შეეხება კვირკველიას, მან გუნდისთვის წარსულში ბევრი გააკეთა და იმსახურებდა თამაშს, თუმცა, შეიძლებოდა, ეს პოზიცია საბა გოგლიჩიძესაც დაეკავებინა, ტრავმა რომ არ ჰქონოდა," - განაცხადა ვილი სანიოლმა.