საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, უკრაინასთან გამართული მატჩის შესახებ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"იმ შემთხვევაში თუ A ლიგაში დავწინაურდით, ეს არ ნიშნავს, რომ ფანტასტიური გუნდი გავხდით, ან თუ ვერ დავწინაურდით უარესი გუნდი ვართ. ჩემთვის მთავარია მოგებაზე ან წაგებაზე საუბარი, ჩემთვის მთავარია ჩვენი განვითარების პროცესი და ის თუ რაში უნდა გავუმჯობესდეთ, ვინაიდან თუ კიდევ გვსურს იმ გამოცდილების გაზიარება, რაც გასულ ზაფხულს იყო, მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ განვითარება და იგივე წარმატების მიღწევა"