ტაქსის მძღოლები, რომლებიც შესაბამისი ლიცენზიის გარეშე გადაადგილდებიან დღეიდან დაჯარიმდებიან. ბოლო მონაცემებით, ლიცენზია დღეისთვის 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ უკვე აიღო.
შემდეგი ეტაპი ავტომობილის თეთრად გადაღებვა და მისი ტექნიკურ გამართულობის შემოწმებაა. ამის ვალდებულება ტაქსის მძღოლებს უკვე მომავალი წლიდან ექნებათ.
2019 წლიდან კი ტაქსის ლიცენზიას ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელები ვეღარ მიიღებენ.
„ტაქსები, რომლებსაც არ ექნებათ გავლილი რეგისტრაცია, ქალაქში არ უნდა გადაადგილდებოდნენ. რეგისტრაცია გრძელდება მუდმივად, შეუძლიათ გაიარონ მაშინ, როდესაც ამას მოიფიქრებენ. მომავალი წლიდან 2 კარიან მანქანებს აეკრძალებათ ტაქსის სერვისის გაწევა, აეკრძალებათ ასევე მარჯვნივ საჭიან მანქანებს,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა.