17 ნოემბერი 2024,   10:18
ვრცლად
"თვეების განმავლობაში მანქანები დგას უმუშევარი" - ბათუმში სატვირთო ავტომანქანების მძღოლები აქციას მართავენ

ბათუმში სატვირთო ავტომანქანების მძღოლები დღეს დილიდან აქციას მართავენ. ისინი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ.

მათი განმარტებით, თურქეთიდან ტვირთის ტრანსპორტირების საშუალება არ ეძლევათ. ისინი აცხადებენ, რომ ორ თვეზე მეტია უმუშევრები არიან და ვერ იხდიან ბანკის გადასახადებს. სააგენტო კი ნებართვებს არ იძლევა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თურქ მძღოლებს ანალოგიური პრობლემა არ აქვთ და საჭირო ნებართვებს შეუზღუდავად იღებენ.

„თვეების განმავლობაში მანქანები დგას უმუშევარი. პირადად, მე მაქვს 1700 დოლარი გადასახდელი ყოველთვიურად და მანქანა გაჩერებულია და ვერ მუშაობს. ანალოგიური პრობლემით არის ყველა წარმოდგენილი აქ. ყოველ დღეს, ფაქტობრივად, არის იგივე სიტუაცია. აქ არის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ფილიალი, რომელიც ფუნქციონირებს, მაგრამ რას აკეთებენ, მგონი, თვითონაც არ იციან,“ - აცხადებს აქციის მონაწილე.

დღის ამბები