ალექსანდრე ხაჩიშვილი, რომელმაც სავარაუდოდ ლევან ყიფიანთან ერთად ბიძინა ივანიშვილისთვის "ომეგა ჯგუფის" მიერ ჩარიცხული 4 მილიონი TBC ბანკიდან გატანა, თანხის გადაცემის დეტალებს იხსენებს. ალექსანდრე ხაჩიშვილი სწორედ ის პირია, რომელის სახელზეც ერთი დღით გახსნილი კომპანია დარეგისტრირდა. სწორედ ის ჩანს ლევან ყიფიანთან ერთად ფოტოებში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.
ალექსანდრე ხაჩიშვილი იხსენებს, რომ თანხის გაცემამდე ლევან ყიფიანი სისტემატურად უკავშირდებოდა გიორგი გახარიას და ოთარ ფარცხალაძეს. მას შემდეგ რაც ბანკის ხელმძღვანელები არასამუშაო დროს ბანკში მივიდნენ თანხა გაიცა. ალექსანდრე ხაჩიშვილის ინფორმაციით, მას შენობის გარეთ ელოდებოდნენ შეიარაღებული პირები და ლევან ყიფიანის მითითებით ფულით სავსე ჩანთა მანქანაში ჩადო.
„წავედით ბანკში და მივედით ოპერატორთან ვიკითხეთ რომ ჩვენ ანგარიშზე ფული უნდა დაჯდეს. კი ბატონო დამჯდარია ფული თქვენ ანგარიშზე მაგრამ ამ ფულის ვერ გაიტანთო. იმიტომ რომ შესაბამისი დოკუმენტი არ გაქვთო. იქ არის ყიფიანიც, ყიფიანი ნერვიულობს, ბორგავს, რეკავს, ჩვენ ვუთხარით რომ სამსახური მიტოვებული გვაქვს, ტყუილად ვართ. ამ ფულს ჩვენ ვერ ავიღებთ, უნდა წავიდეთ. ყიფიანი მეუბნება, რომ დაიცადეთ ცოტა ხანი. დაახლოებით 7 -ის ნახევარზე მოდის ბუცხრიკიძე და მოდის ხაზარაძე. ადიან მაღლა, ამის მერე ჩამოდიან ლევა ყიფიანთან ერთად და გვეუბნებიან, რომ ფული გაიცემა. მაგ დროს ჩამოჰყვება ვიღაც ქალბატონი თუ არ ვცდები ნუნუ, მივდივართ სალაროსთან. მარჯვენა მხრიდან მივდივართ სალაროსთან, ვიღებთ ფულს. გვილაგებენ ჩანთაში და გამომაქვს ფული, კარი დაკეტილია. ამ დროს კართან წამომეწია ყიფიანი და მეუბნება კართან რომ გახვალ არავის არ შეხედო ჩადე მანქანაში ფული. იმ წუთში მივხვდი რაც ხდებოდა. არავის არ შეხედო სახეზეო ჩადე ფული მანქანაში და გამობრუნდი უკანო. როგორც კი გამოვედი გარეთ დავინახე რომ პერიმეტრი კონტროლდება. რამდენიმე ცოტა საეჭვო ადამიანი დავინახე. მანქანიდან გადმოსულია ერთი ბრგე მამაკაცი ჩასხმული. კარი რა აქვს, ჯიპიდან და იქ უნდა ჩავდო ფული ვიცი, დავინახე რომ შეიარაღებუულები იყვნენ. სავარძელზე ავტომატი იდო, მოკლე ავტომატი, ვიფიქრე იქნებ გავიქცე წავიღო ეს ფული ფირმაში, მაგრამ მე რომ ეს ფული წამეღო ფირმაში, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. ჩემს ადგილზე სველი ადგილი თუ დარჩებოდა,“-განაცხადა ალექსანდრე ხაჩიშვილმა.
ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც მას ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში.