ბათუმში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს. გადაწყვეტილება მათ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მძღოლებისთვის თურქეთში ტრანზიტული გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა ორ დღეში დაიწყება.
ნებართვების გაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მძღოლების თქმით, ორ თვეა თურქეთიდან ტვირთების გადმოტანას ვერ ახერხებენ, რის გამოც უმუშევრები არიან.
„შეგვპირდა, რომ ხუთშაბათიდან აღდგება ნებართვები, მაგრამ ჩვენ მაინც მუშაობის პროცესში ვიქნებით,;რ ომ რასაც გვპირდებიან გავაკონტროლოთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.