17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ვანო მერაბიშვილი ამ წუთებში „მედიკლაბ ჯორჯიაში“ იმყოფება. სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დილით გაუარესდა. დამატებითი დეტალები უცნობია.

ამ წუთებში, საავადმყოფოში ყოფილი პრემიერის ადვოკატები იმყოფებიან. როგორც მერაბიშვილი ადვოკატი „რუსთავი2“- თან სატელეფონო  საუბრისას აცხადებს, მათ დღეს დილით შეატყობინეს, რომ ყოფილ პრემიერს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, თუმცა მათთვის უცნობია, მას რა სახის კვლევები უტარდება.

„გუშინაც მინისტრი წულუკიანი აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად არის. თუ კარგადაა ამდენი გადაყვანა რა საჭიროა? დღემდე არ გვაძლევენ მასალებს რა კვლევები ჩაუტარეს და როგორ ჩაუტარეს. შემაშფოთებელია და ეჭვებს ბადებს რატომ არ გვაძლევენ დოკუმენტებს და რატომ გადაჰყავთ კლინიკაში“-ამბობს ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი.

ყოფილ პრემიერს, როგორც ცნობილია, ჰორნერის სინდრომი აქვს. ვანო მერაბიშვილი ბოლო რამდენიმე დღეში საავადმყოფოში უკვე მეოთხედ გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, ამ დრომდე მედიკოსებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა გახდა ჰორნერის სინდრომის გამოწვევის მიზეზი. 

 

დღის ამბები