17 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს 

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა, როგროც სუნთქვის პრობლემის, ასევე თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ  26 სექტემბერსა და მანამდე ჩატარებული მრავალი კონსულტაციისა და სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევების შედეგად, სრულად გამოირიცხა ორგანიზმში სიმსივნური პროცესი, რაც ზოგჯერ ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთ მიზეზად ვლინდება, ასევე გამოირიცხა ჰორნერის სინდრომის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა.

"მედიკოსთა აზრით, სახეზე არც ინტოქსიკაცია არა არის და პაციენტი ამ მხრივ არავითარ დამატებით კვლევას არ საჭიროებს. სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკის ყველა ექიმის საერთო აზრით, მსჯავრდებულს მხოლოდ სჭირდება, არ შეწყვიტოს ის მკურნალობა, რაც დაენიშნა, რაზეც სამედიცინო პერსონალი დაკვირვებას აგრძელებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული მკურნალობის შედეგად დაავადება და სიმპტომები რეგრესირებს და ექიმები დამატებით ანალიზებს საჭიროდ არ თვლიან, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან გამოთქმული ბოლო ეჭვის გაბათილების მიზნით, რომელიც ინტოქსიკაციას უკავშირდება, ვანო მერაბიშვილის კლინიკაში "მედიქლაბი" გადაყვანის შესახებ. მას დღეს და ხვალ ჩაუტარდება ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, მოხდება იმ მძიმე მეტალების იდენტიფიკაცია, რომელზეც მედიკოსთან აზრით მიზანშეწონილია ანალიზების ჩატარება როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. შედეგად, საბოლოოდ, დოკუმენტურად გამოირიცხება ის ეჭვიც, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატებს აქვთ,"-ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, დაიცვან პაციენტის უფლებები და პატივი სცენ მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები