ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანის გამო ქუთაისში საპროტესტო მოძრაობა იწყება.
ქალაქში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაციამ ერთობლივი აქციები დღეს დააანონსეს.
პარალელურად, ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, მშრალ შიმშილობას იწყებს მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ბესო მიქელთაძე.
სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, ქუთაისი განვითარების პერსპექტივას დაკარგავს.
სამოქალაქო სექტორი პირველ აქციას ხვალ პარლამენტის შენობასთან სესიის მიმდინარეობის პარალელურად გამართავს.