გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი სიების გაყალბების საქმეზე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა მოძრაობა "ხალხისათვის"- წარმომადგენელი ლევან გახელაძე.
როგორც მან პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, მისთვის უცნობია რატომ იყო დაბარებული გამოკითხვაზე.
"აინტერესებდათ ერთ ფურცელზე სიაში დატანილ ადამიანებს მე ვიცნობ ტუ არა, არ ვიცნობ, ქვემოთ ჩემი ხელმოწერა არ არის. ბახტაძის გვარი საერთოდ არ იყო იმ სიაში. მაჩვენეს სულ 30-კაციანი სია. იცნობთ ამ ადამიანებსო?-არ ვიცნობ. თქვენი ხელმოწერააო?-ჩემი ხელმოწერა არ არის. დავიშალეთ, წამოვედით. მე შევაგროვე ხელმოწერები, მაგრამ ეს ის ფურცელი არ იყო."-აცხადებს გახელაძე.
პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცესკომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა სიაში მამუკა ბახტაძის ხელმოწერა აღმოაჩინა.