17 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
"13-ჯერ შეჩერდა იძულებითი ღონისძიებების გამოყენება და არა 7-ჯერ" - შემოსავლების სამსახური "ომეგა ჯგუფს" პასუხობს

ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს "ომეგა ჯგუფს" დროულად და სულად დაფაროს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება.

უწყება „ომეგა ჯგუფის“ იმ განცხადებას, რომ კომპანიას დარიცხული საურავების ჩამოწერა ფინანსთა სამინისტროსთვის არასოდეს უთხოვია და სახელმწიფო ბიუჯეტში, ჯამში მილიარდ ნახევარი ლარი აქვთ გადახდილი სიცრუეს უწოდებს.

„დავალიანების შესაბამისად გვაქვს კანონიერი უფლება კომპანიის ანგარიშებზე წარვადგინოთ საინკასო დავალიანებები და ასევე გამოვიყენოთ ყადაღა. რაც დღემდე არ გაგვიკეთებია სწორედ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით. ახლა იმ სიცრუის შესახებ, რომელიც ასე ხმამაღლა გაჟღერდა დღეს კომპანიის წარმომადგენლების მიერ.

2015 წლის 5 მარტიდან დღემდე კომპანიის მიმართ 13-ჯერ შეჩერდა იძულებითი ღონისძიებების გამოყენება და არა 7-ჯერ როგორ ამას კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე არ იქნა გამოყენებული იძულებითი გადახდევინების ღონისძიებები,“-განაცხადა შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დღის ამბები