17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ქუთაისში მოსახლეობა ყინულის მოედნის გახსნას ითხოვს

ქუთაისში მოსახლეობა ყინულის მოედნის გახსნას ითხოვს. ადგილობრივები ყინულის მოედნის წინ არიან შეკრებილები.

მშობლების თქმით, ამ მოედანს არა მარტო სპორტული, არამედ სამედიცინო დანიშნულებაც აქვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ასთმით დაავადებული ბავშვები დაჰყავთ მოედანზე, რის შედეგადაც ისინი კარგად გრძნობენ თავს.

სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილის თქმით, აგრეგატის შესაძენი თანხა გამოყოფილია და ტენდერი ერთ თვეში ჩატარდება. თუმცა როდის დაიწყებს მოედანი მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.

მოედანმა ფუნქციონირება 8 თვის წინ შეწყვიტა. აქ სავარჯიშოდ 400 ბავშვი დადის.

დღის ამბები