19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ქვეყნის მტერი - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს, ახალციხეში გაკეთებუილი განცხადებების გამო აკრიტიკებს

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, ხელისუფლების ოპონენტები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად მიიჩნევენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ეუბნებოდა უარს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას მოქალაქეობის მიღებაზე, ახლა კი ამ პრობლემას წინა ხელისუფლებას აბრალებენ.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა, რომელმაც მისი თქმით "ძალიან ბევრ თურქს მოქალაქეობა დაურიგა," თუმცა ისინი მოქალაქეობის გარეშე დატოვა.

"გარდა იმისა, რომ ასეთი ტიპის განცხადება ამ რეგიონში წარმოადგენს ძალიან საშიშ და არასწორი პოლიტიკური ფორმის განაცხადს, ეს განცხადება უბრალოდ რეალურ საფუძველს არის მოკლებული და კარგად რომ მოესმინა სალომე ზურაბიშვილს ხალხისთვის, რომელიც ხალხს არასდროს არ უსმენს, გაიგებდა იმავე ხალხისგან, რომ პრობლემა არის მთავრობაში, პრობლემა არის იუსტიციის სამინისტროში და არა პრეზიდენტში და პრეზიდენტის პოზიციაში,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც." ნიკა მელია აცხადებს, რომ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ქვეყნის მტერია.

"დადასტურდა გადაჭარბების გარეშე, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ჩვეულებრივი მტერია. როგორ უნდა მოახერხო გინდოდეს იყო საქართველოს პრეზიდენტი და ეთნიკურ უმცირესობას, ამ შემთხვევაში ჩვენს სომეხ თანამემამულეებს უთხრა, რომ აი წინა ხელისუფლებამ მოქალაქეობა მიანიჭა თურქებს და თქვენ, სომხებო, არ მოგანიჭათ მოქალაქეობა,"-განაცცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები