"იბერიის” დაცვის კომიტეტი," რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, სამოქმედო გეგმას ადგენს.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ხელისუფლების ზეწოლისგან ბიზნესი და მედია თავისუფალი იყოს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისინი ინფორმაციის მიწოდებას საერთშორისო ორგანიზაციებისთვის გეგმავენ. არ გამოირიცხება აქციებიც.
„განიხილება რამდენიმე ვარიაცია, პირველი არის საერთაშორისო სტრუქტურებთან ურთიერთობა, მეორე თემა არის, კონსულტაციები ომეგა ჯგუფთან თუ როგორ აპირებენ ისინი აქციების გამართვას, გვაქვს გარკვეული მონახაზი“-ამბობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.