თანასწორობის მოძრაობის ოფისი ამ დრომდე დაკეტილია - ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი შესაძლო ძალადობის საფრთხეა. თანასწორობის მოძრაობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოები არიან და აცხადებენ, რომ დაზარალებულები ისინი არიან და არა მეზობლები. მოძრაობის ინფორმაციით, 28 სექტემბერს, მათი ოფისის მიმდებარედ ჰომოფობიურ ნიადაგზე 4 ლგბტ აქტივისტს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მეორე დღეს განაცხადა, რომ დაპირისპირება ორმხრივი იყო. საქმე ამ ეტაპზე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა თანასწორობის მოძრაობა მუქარის დამატებასაც ითხოვს. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ.