დაუსაბუთებლად გამოტანილი აღკვეთის ღონისძიება და სასამართლო პროცესების გაჭიანურება - ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 ქალაქის სასამართლოს მიერ ჩატარებული 2 ათასზე მეტი სხდომის მონიტორინგის შედეგები საია-მ შეაჯამა.
საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე. მათ შორის არის ცნობილი პროცესებიც, ისეთი როგორიცაა "ბირჟა მაფიას" საქმე.
დეტალურ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეებს, პროკურორებსა და იუსტიციის საბჭოს წევრებს დღეს გააცნობს. კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც.