„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს, რომ აღნიშნული ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია - ამ საკითხზე საკმაოდ ვრცელი კვლევა საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველომ წარმოადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში პროცესს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის წინასწარ შეთანხმებულ ქმედებად მოიხსენიებენ, რომლის მიზანიც უნივერსიტეტის მათთვის ხელსაყრელ პირებზე გასხვისებაა.
„გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პრაქტიკულად ეს იყო მიზანმიმართული საქმიანობა, რათა შავი ზღვის უნივერსიტეტის გასხვისდება არ მომხდარიყო და არ მომხდარიყო მისი წილების განკარგვა ისე როგორც ეს მის დამფუძნებლებს სურდათ“-ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი.