17 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
გივი ჯიბლაძე ფინანსურ პოლიციაში გადაიყვანეს - „სვეტის“ მიერ დაზარალებულები ახალი ინვესტორის მოძიებას ითხოვენ

კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი ფინანსურ პოლიციაში გადაიყვანეს. გივი ჯიბლაძე რამდენიმე საათის წინ საკუთარი სახლიდან აიყვანეს. მასთან რამდენიმე წუთში მისი ინტერესების დამცველი შევა. გივი ჯიბლაძეს თაღლითობას და დიდი ოდენობით თანხის დაუფლებას ედავებიან.

სპეცოპერაცია თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკა დაიწყეს.  

ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანია "სვეტის" გენრალური დირექტორი, თორნიკე ჯიბლაძეც დააკავა. ის სამართალდამცველებმა ქუთაისში აიყვანეს.  

დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღესვე წაუყენებენ, მანამდე კი ფინანსური პოლიციის შენობასთან კომპანია „სვეტით“ დაზარალებულები იკრიბებიან. ისინი მოითხოვენ, რომ პროექტი "სვეტმა" დათმოს და სხვა ინვესტორს გადაეცეს, რათა დაზარალებულები ბინებით დაკმაყოფილდნენ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები