17 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
"უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა“ - სუს-ი

ოკუპანტების მიერ გატაცებული 36 წლის მაია ოთინაშვილის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ცოტა ხნის წინ, განცადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს, დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა.“ 

"ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა.“  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად," - ნათქვმია განცხადებაში. 

 

დღის ამბები