17 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ბრიტანეთის ელჩი „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ბრიტანეთის ელჩი ბოლო დროს, „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა ბიზნესის წარმომადგენლები თავს დაცულად გრძნობდნენ.

ჯასტინ მაქენზი სმიტი არასამთავრობო სექტორზეც საუბრობს და ამბობს, რომ მესამე სექტორის საქმიანობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ჩვენ ინფორმირებული ვართ ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებებზე და ის მაქსიმალურად სწრაფ უნდა იქნას გამოძიებული. მეორეს მხრივ, მე როგორც ქვეყნის მეგობარი ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეთ სრული ნდობა და დაცულობა. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ მომისმენია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარე სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნებაა და მას დიდი ადგილი უკავია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში,“ - განაცხადა ჯასტინ მაქენზი სმიტმა.

 

დღის ამბები