17 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
„წითელი ჯვარი დაგვიკავშირდა, მაია მოვინახულეთო"-ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქალს სავარაუდოდ ოჯახთან დარეკვის უფლებას მისცემენ

6 დღის წინ გატაცებული მაია ოთინაშვილი ისევ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება მის გათავისუფლებას. რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა ქალი - ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სამი შვილის დედა სავარაუდოდ ნაცემია.

ცხინვალის იზოლატორში მაია ოთინაშვილი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს. დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისიის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მაია ოთინაშვილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა უახლოეს დღეებში დაკავებულს საშუალება მიეცეს ტელეფონით ოჯახის წევრებს დაუკავშირდეს.

„წითელი ჯვარი დაგვიკავშირდა გვიან ღამით და გვაცნობეს, რომ ჩვენი კოლეგები ცხინვალაში, რომ იმყოფებიან  ისინი იყვნენ შესული მაიასთან და მოინახულესო. ერთი შეხედვით ვიზუალურად დამაკმაყოფილებლად გამოიყურებაო ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. გვითხრეს ისიც, რომ ძალიან ახლო მომავალში ოჯახის ერთ-ერთ წევრს დავაკავშირებთ სატალეფონო საუბარი შედგებაო,“-განაცხადამაია ოთინაშვილის მულმა ირინა მაყიშვილმა.

თავად წითელ ჯვარში კი სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. აცხადებენ  მხოლოდ იმას, რომ წითელ ჯვარში დაკავებულს იზოლატორში სხვა დღეებშიც მოინახულებენ.

დღის ამბები