დაკეტილი ღვინის ქარხნები კახეთში - ასობით გლეხი ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებს. ქარხნებმა ყურძნის მიღება შეწყვიტეს, ტონობით მოსავალი კი ისევ დაუკრეფავია.
ყურძენი ვაზზე ლპობას იწყებს, მოსახლეობა პანიკაშია და დახმარებას ითხოვს. "კურიერმა" დაკეტილი ქარხნები გადაიღო. ხალხი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ყურძენი ოჯახებისთვის შემოსავალის ძირითადი წყაროა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი როსტომ ბაქრაძე კი ამბობს, რომ პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი.
„პრობლემა არა ჰქონიათ, დღეს ხელოვნურად შეიქმნა, თორემ ყოველ დღე მანქანები ბირჟაზე იდგნენ. რთველი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“-ამბობს როსტომ ბაქრაძე.