17 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
„ბოდიშს გიხდით, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებ"-მედვედევის ყოფილი თანაშემწე მეორე დღეა ბათუმში იმყოფება

ფიდეს არჩეული პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი მეორე დღეა ბათუმში იმყოფება. არკადი დვორკოვიჩი დიმიტრი მედვედევის ყოფილი თანაშემწე და მოადგილე იყო, დღეს კი ის რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს. დვორკოვიჩი ყოველთვის იცავდა რუსეთის პოლიტიკას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ და რამდენიმე წლის წინ იმასაც აცხადებდა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე არასდროს წავა. დღეს კი არკადი დვორკოვიჩი რუსთავი ორთან ამბობს, რომ ახალი სტატუსიდან გამომდინარე პოლიტიკურ განცხადებებს ვეღარ გააკეთებს.

„ბოდიშს გიხდით, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ფიდეს არჩეული პრეზიდენტი ვარ და ამის უფლება არ მაქვს,“-განაცხადა არკადი დვორკოვიჩმა

დღის ამბები