17 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
პანკისელი ოსმან ტოხაშვილი და მისი ოჯახი სირიაში დაბომბვას ემსხვერპლნენ

სირიაში პანკისელი ოჯახი დაიღუპა. ოსმან ტოხოსაშვილის, მისი მეუღლისა და 8 წლის შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ხეობის მაცხოვრებლები ადასტურებენ.

ჯოყოლოსა და ბირკიანში სამძიმრის მიღება დღეს უკვე დაიწყეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბიჭის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე დადასტურებული არ იყო.

მათივე თქმით, ოჯახი დაბომბვას ემსხვერპლა. ოსმან ტოხოსაშვილი სირიაში 4 წლის წინ წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. პანკისელების სირიაში დაღუპვის ეს უკვე 30-ე შემთხვევაა.

 

დღის ამბები