ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა დიპლომატიური უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. ზაზა სარალიძემ და მისმა ადვოკატმა საელჩოების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ. საუბრის თემა იყო ასევე რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია. ზაზა სარალიძე დიპლომატებს უკვე მეორედ შეხვდა.
„ვისაუბრეთ დეტალურად, მაქსიმალურად შემჭიდროვებულად მივაწოდეთ ინფორმაცია პირველი დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე კომისიის მსვლელობასთან დაკავშირებით, აქციებთან დაკავშირებით. ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ. იმედი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები თავის სიტყვას იტყვიან აუცილებლად,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.