17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ორი პატიმრის პროტესტი გლდანის #8 დაწესებულებაში- მსჯავრდებულები ლითონის სხვადასხვა საგნებს ყლაპავენ

გლდანის მერვე დაწესებულებაში ორი პატიმარი უკვე ორი კვირაა შიმშილობს. დაჩი დიდიძე და ბექა გელხაური ციხეში სახალხო დამცველის და უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას შესვლას და სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. ადვოკატი ამბობს, რომ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან უფლებადამცველის ინფორმაციით, შიმშილობის გარდა, ისინი პროტესტის ნიშნად ლითონის სხვადასხვა საგნებს ყლაპავენ და მათ ქირურგიული ჩარევა სჭირდებათ. 

დღის ამბები