ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. მრავალსართულიან კორპუსში დაკვამლიანება შეინიშნება. ცეცხლი მე-12 სართულზე ერთ-ერთი ბინის სამზარეულოში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ტერიტორიაზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.