სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი ტყვეობასთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართავს და მოითხოვს, რომ სამი შვილის დედის გამტაცებლები გამოცხადდნენ ინტერპოლით ძებნაში.
„კიდევ ერთხელ ვხედავთ საქართველოს ტრაგედიას, რომელმაც ახალი სახე მიიღო იმ დონეზე რომ ოკუპანტები უკვე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს და საკუთარი ნაკვეთიდან და სახლებიდან მიჰყავთ ხალხი ცხინვალის იზოლატორში. მე ვთხოვ ახალ ივანიშვილის რეჟიმს. სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი აგარის გამოაცხადოს საერთაშორისო ძებნაზე ინტერპოლით,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილისგან განსხვავებით, მომხდარში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს დავით უსუფაშვილი. „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის ძალოვანი უწყებები შეზღუდულები არიან მათ ქმედებებში.
„სამწუხაროდ ამ რეალობაში ვართ, საერთაშორისო მექანიზმების იმედზე და არა საკუთარი პოლიციის, უშიშროების ან სამხედრო ძალების იმედზე. გასაგებია, რომ შეგვიძლია მეტი ზომები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების გასაფრთხილებლად მაგრამ ამ რეალობაში არ იქნება სწორი ხელის გაშვერა სახელმწიფოზე. ეს გინდა წინა 9 წელიწადში და გინდა ამ 6 წელიწადში და გინდ მომავალ 5 წელიწადში,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.