„სამწუხაროდ საერთაშორისო მხარდაჭერის გარდა სხვა რესურსი არ გაგვაჩნია,“-ასე ეხმაურება მმართველი გუნდი მაია ოთინაშვილის 6 დღიან ტყვეობას ცხინვალის იზოლატორში. გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ქვეყანა დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც მხოლოდ საერთაშორისო მისიების მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს. სხვა რესურსი კი ხელისუფლებას არ გააჩნია.
"ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურად ისეთ პოლიტიკურ სუბიექტთან, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ამიტომ საუბარი ცალკეული მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე მათი მხრიდან, რომ ჩვენ რაიმე მექანიზმი გვქონდეს ამ ცალკეულ შემთხვევებში რეაგირების ფაქტიურად არ არის,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
37 წლის მაია ოთინაშვილი სოფელი ხურვალეთიდან გაიტაცეს. მას სამი შვილი ჰყავს.