29 სექტემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ბათუმი საცხოვრებელი კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დამწვარია 50 კვ.მ. ფართი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ამავე თემაზე
დღის ამბები