17 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
უპატრონოდ არის მთლიანად კახეთი - კახეთში ასობით გლეხი ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებს

დაკეტილი ღვინის ქარხნები კახეთში - ასობით გლეხი ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებს. ქარხნებმა ყურძნის მიღება შეწყვიტეს, ტონობით მოსავალი კი ისევ დასაკრეფია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხალხი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ყურძენი ოჯახებისთვის შემოსავალის ძირითადი წყაროა.

„უპატრონოდ არის მთლიანად კახეთი. ამხელა ვენახები, ამხელა ადგილები, ამხელა მოსავალი მოსულია კარებზე და გამოდის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომ კარგად არის დაბინავებული და წარმატებით მიდისო. ამას ეძახის წარმატებით?“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 60-70 თეთრად იბარებენ, თუმცა, ამ ეტაპისთვის მარნებიც დაკეტილია და ყურძენს აღარ იღებენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი.

დღის ამბები