17 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ფიზიკური ანგარიშსწორება არასასურველი განცხადებების გამო - ენმ-ს ნაცემი დეპუტატი ჩხუბში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია "ნაციონალების" წევრი გია უკლება მის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.

ინციდენტი, რომელიც ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მიმდინარე წლის 19 სექტემბერს მოხდა, ოპოზიციონერი დეპუტატის ცემით დასრულდა. უკლება აცხადებს რომ თავდასხმის მიზეზი მისი პოლიტიკური აქტივობა გახდა. მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობამ გააფრთხილა, რბილი და ლოიალური ყოფილიყო ქალაქის მერის და ხელისუფლების მიმართ.

სისხლის სამართლის საქმეზე ძალადობის მუხლით აღიძრა. გია უკლება კი საქმის გადაკვალიფიცირებას  და გამოძიების გაგრძელებას პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ჯგუფური ძალადობის მუხლებით ითხოვს.

„ამას წინ უძღოდა 29 აგვისტოს სხდომა, როდესაც მაშინ მოხდა ჩემი პირველი გაფრთხილება უმრავლესობის მხრიდან, რომ ვყოფილიყავი უფრო რბილი და ლოიალური ქალაქის ხელისუფლებისა და ქალაქის მერის მიმართ. როდესაც არ „გავითვალისწინე“ მათი რჩევები მოხდა ჩემზე უკვე ჯგუფური ძალადობა,“-განაცხადა გია უკლებამ.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია კი აცხადებს, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად აწყობს პროვოკაციებს.

„მათი მხრიდან პერმანენტულად ხორციელდება პროვოკაციული ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო გარემოს დაზიანებას და იმ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ხელშეშლას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ თუნდაც პოლიტიკურ ოპონენტებს,“-განაცხადა ირაკლი შენგელია. 

დღის ამბები