17 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
ევროპარლამენტარი ანა გომეში შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შეხვდება 

თბილისში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია გაიხსნება.

სესიის გახსნამდე კი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, ევროპარლამენტარი ანა გომეში შავი ზღვის უნივერისტეტის რექტორს შეხვდება. ის სასწავლებელში მივა, სადაც ადმინისტრაციის წევრების გარდა იგეგმება სტუდენტებთან შეხვედრაც.

ანა გომეში უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში და პირადად მოისმენს იმ პრობლემების შესახებ, რაც უნივერსიტეტს აკრედიტაციის გაუქმების გამო შეექმნა.

დღის ამბები