მსოფლიოში პოპულარული გადაცემის "Grand Tour"-ის წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს. გამგზავრების წინ ჯერემი კლარკსონს, რიჩარდ ჰამონდს და ჯეიმს მეის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. მსოფლიოში პოპულარულმა ტელეწამყვანებმა გადაცემის ახალი ეპიზოდის მოსამზადებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხე შეარჩიეს. გადაღებები ბათუმში, გორში, ხურვალეთში, რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა.