17 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
„ანტიამერიკული განწყობის დათესვა, მსგავსი რაღაც შეთქმულების თეორიებით, ახალი არ არის" - თორნიკე შარაშენიძე კლრემილის განცხადებას ეხმაურება

„ანტიამერიკული განწყობის დათესვა, მსგავსი რაღაც შიზოფრენიის და შეთქმულების თეორიებით, ახალი არ არის და სამწუხაროდ ხანდახან მუშაობს ხოლმე,“-ასეთია საექსპერტო წრეების დამოკიდებულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალდებებზე, რომელშიც  კრემლმა  ლუგარის ლაბორატორიაში საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა. თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ მაშ შემდეგ, რაც რუსეთი თავად გაება სკანდალში, ქიმიური იარაღის გამოყენებასა და სკრიპალების მოწამვლის საქმეში, ახლა ცდილობს ხელი აშშ-სკენ გაიშვიროს და ეს თემა გადაფაროს. მისივე თქმით გარდა ამისა,  რუსეთის მიზანია წინასაარჩევნოდ საქართველოს ანტიდასავლური განწყობა შექმნას.

„ბოლო დროს რუსეთი გაეხვა ძალიან ბევრ სკანდალში, მათ შორის  ქიმიური იარაღის გამოყენების და მოწამვლის სკანდალში, ვგულისხმობ სკრიპალის საქმეს. ახლა როგორც ჩანს  ცდილობს გადაფაროს ეს ამბავი და ამერიკას გამოედაოს, რომ აი შენ საქართველოში ხალხს ხოცავ ქიმიური იარაღით. იმის იმედი აქვს ალბათ, რომ საქართველოში ზოგიერთი  არაინფორმირებული ადამიანი ამას დაიჯერებს. როგორც ჩანს, ამის იმედი აქვს, მითუმეტეს არჩევნების  წინ. აი ეს არის,  მეტი არაფერი, თორემ ახლა სერიოზულად სჯეროდეთ მათ ახლა მსგავსი ბოდვის, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა მათი საქმე. ჩვენთან ცდილობენ დანერგონ ბუნებრივია ანტიდასავლური განწყობები ამითი. ამითი ახალა, რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი იხეირებს თქვენც კარგად ხვდებით სხვა თუ არაფერი,"-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები