17 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
"მე ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ლევან ყიფიანს" - გიორგი მარგველაშვილი

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პრეზიდენტი პირველ განცხადებას აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის სასამართლოში დაკითხვას და შემდგომ, მის განცხადებებს გამოეხმაურა. მარგველაშვილმა "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ზურგი შეაქციო თანამებრძოლს.

„თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს, რომელიც თქვენიანი იყო ასე რომ გაწირავთ, ეს არც თქვენ არ დაგიბრუნდებათ კარგად და ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს, როდესაც მე ვხედავ როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც მე აღარ მახსოვს, ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, მე  ისინი არც ერთი არ მახსოვს. ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა  ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ჩვენ ვიყავით კოლექტიური ორგანოს, მინისტრთა კაბინეტის წევრები. ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმისი არ გააზრება, რომ შეიძლება ის რთულ ვითარებაშია, მე პირადად არ შემიძლია, როგორც იმ ადამიანსმ რომელიც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი და ვისთანაც ერთად ჩვენ ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს, რომ არიან ხელისუფლებაში მაშინ ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები