17 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
"არ შეიძლება შენ მუდმივად საუბრობდე სისხლიან 9 წელზე და ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე"-პრეზიდენტი "ოცნებას" აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ის ადამიანები, ვინც იღებდა მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიულ მმართველობაში, დღეს ამ ხელისუფლების პირობებში არიან დაწინაურებულები. მისივე თქმით არ შეიძლება მუდმივად ისაუბრო სისხლიან 9 წელზე და შემდეგ მაშინ მოქმედი მთავარი პირები დააწინაურო.

„ისტორიას ბევრი  კაზუსი ახსოვს,  მაგრამ ერთდროულად შენ მუდმივად ამბობდე, მუდმივად აპელირებდე სისხლიან 9 წელიწადზე, მუდმივად საუბრობდე იმ კოშმარებზე, რაც ხდებოდა და ამავე დროს, ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში უბრალოდ გაურკვევლობას აღძრავს. ამაზე უკეთესი ყველაფერი იქნებოდა. ამაზე უკეთესი იმათი დევნაც იქნებოდა, ამაზე უკეთესი, იმ თემის დავიწყებაც იქნებოდა, მაგრამ ერთდროულად  ამის კეთება ამდენი წლის განმავლობაში რომ ჩვენ მუდმივად  ამთზე მივუთითებთ რომ აი ისინი. არც  მაშინ დევნის მომხრე არ ვყოფილვარ მაგრამ აი ასეთი პოლიტიკური დისონანსის შექმნა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები