გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კახეთში ჩავიდა. გლეხები რთველთან დაკავშირებით ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ტონობით ყურძენია დასაკრეფი, ქარხნები უარს აცხადებენ ყურძნის ჩაბარებაზე. ამავე დროს, ფასი მკვეთრად დაცემულია და საშუალოდ 60 თეთრია. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ყურძენზე უკიდურესად არის დაცემული ფასი და ხელისუფლების წარმომადგენლები გლეხებთან არ გამოჩენილან და მათი პრობლემებით არ დაინტერესებულან.