ფიროსმანის 29 ნამუშევარი ვენის ალბერტინას მუზეუმში გამოიფინება. ცნობილი ქართველი მხატვრის ექსპოზიცია 26 ოქტომრიდან 27 იანვრამდე გაგრძელდება.
შალვა ამირანაშვილის მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებთან ერთად ავსტრიაში ილია ზდანევიჩის წიგნი ”ფიროსმანაშვილი 1914”-იც გაიგზავნება.
გამოფენა მხატვრის გარდაცვალების ასი წლისთავს ეძღვნება.
„ალბერტინას მუზეუმი ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუზეუმია, ასეთი გამოფენის გამართვა, ფიროსმანის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და თავიდან აღმოჩენას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ.