"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს და საზოგადოებას დაგროვებითი პენსიის ალტერნატიული პროექტი გააცნო. ეს არის მოდელი, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქეს ექნება არჩევანი ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში. ალტერნატიული მოდელი ერთნაირად და თანაბრად მისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის. მოდელი ასევე, სქემის ყველა მონაწილეს აძლევს არჩევანს თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.