ტვერის ოლქში ერთმანეთს მგზავრებით სავსე ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. უბედური შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
მაშველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ექიმების განცხადებით, სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. მიზეზის დასადგენად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.