17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"ძალიან მინდა, რომ ერთხელ ქალიც იყოს პრეზიდენტი" - ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების ექიმებმა ზურაბიშვილის კამპანია დააფინანსეს

სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული მილიონის ნაწილი ექიმებზე მოდის. პარტია „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის დაფინანსებაზე ძირითადად ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების მედპერსონალმა იზრუნა. რიგითმა ექიმებმა ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს 6000-დან 7000 ათას ლარამდე თანხა შესწირეს.

პირადი საუბრებში მედიკოსები ამბობენ, რომ თანხა მათ არ შეუწირავთ და ფული მენეჯმენტმა მისცა, რომელიც საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ყულაბაში ჩაირიცხა, თუმცა ტელეკამერების წინ ექიმები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოსწონთ და თანხა პირადი დანაზოგიდან გაიღეს.

შემომწირველებს შორის ჩაჩავას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც არის. პალიკო კინტრაია ამბობს, რომ ის სალომე ზურაბიშვილს არ იცნობს და მაგრამ მის მიმართ სიმპატია აქვს. კინტარია რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს.

„ისეთი კაცი არ ვარ, რომ ვინმეს დავალებით, რამე შევასრულო. ჩემს ასაკში და ჩემი განვლილი ცხოვრების შემდეგ მე ვერავინ ვერ დამავალებს და ვერ მეტყვის, რომ ასე მოიქეცი და ისე. გულახდილად გეუბნებით. რომ ძალიან არ მომწონს ეს კამპანია როგორ იბრძვიან კანდიდატები პრეზიდენტობისთვის,“-განაცხადა პალიკო კინტრაიამ.   

ქალური სოლიდარობით ხსნის საკუთარ შენაწირს ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ნატო ყაზახიშვილი ამბობს, რომ ცუდი არ იქნება თუ ქვენის პირველი პირი ქალი იქნება. 

„მე პირველ რიგში დავადასტურებ ჩემს უდიდეს სიმპათიას სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ალბათ ქალური სოლიდარობის გამო და ქალიც რომ გვყავდეს პრეზიდენტო არ იქნებოდა ცუდი. ჩემი დანაზოგია, რომელიც მე გადავწყვიტე  შევწირო ამ კანდიდატს,"-განაცხადა ნატო ყაზახიშვილმა.

ჩაჩავა და ღუდუშაური ერთი ჰოლდინგში შემავალი კლინიკებია. ექიმები აცხადებენ, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვთ.

„არავითარი დაძალება, მე ძალიან მინდა რომ ერთხელ ქალიც იყოს პრეზიდენტი. ქალის მანდილი ცნობილი ფორმაა, რომელიც ყოველთვის შუღლის დროს ვარდება დაპირისპირებულებს შორის. იქნება ამ ქალმა შეძლოს ამ დაპირისპირების აღმოფხვრა და ყველა დაგვაყენოს ერთ გზაზე, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, ყველას მიზანი იყოს ქვეყნის გაძლიერება,“-განაცხადა მანანა სვანიძემ. 

სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის არიან:

ჩაჩავას კლინიკის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პალიკო კინტრაია-10 000 ლარი;

ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მეან გინეკოლოგი ნიკოლო კინტრაია -20 000 ლარი;

ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნატა ყაზახაშვილი-50 000 ლარი;

ყველაზე დიდი შემოწირულობა ნატა ყაზახაშვილს გენერალურ მოვალეობის შემსრულებელმა 50 000 ლარი გადარიცხა.

შემომწირველებს შორის არიან რიგითი ექიმები, ქირურგები:

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ლალი ბრეგაძე - 6000 ლარი;

ქირურგი ირმა კაჭიური- 7000 ლარი;

ქირურგი ლარისა მელია-  7000 ლარი;

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი  მანანა სვანიძე-6000 ლარი;

ექოსკოპისტი მარიამ გოცირიძე- 7000 ლარი;

დღის ამბები