ეგვიპტეში ჩარჩენილი ქართველი მგზავრები დახმარებას ითხოვენ. საქართველოს 24 მოქალაქე ამ წუთებში ჰურგადის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება.
მათი თქმით, თბილისისკენ მომავალი რეისი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მოქალაქეების ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაცია ფრენის გადადების მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ რეაგირება დროულად მოხდეს და არ იყოს გაურკვეველ ვადაში გაწერილი და იყოს ყურადღება ჩვენი მთავრობის მხრიდან და სათანადო ორგანოებიდან,“ - აცხადებენ მოქალაქეები.