თბილისობა 2018 დღეიდან დაიწყო. საზეიმო ღონისძიებები დედაენის ბაღში, რიყეზე, პირველი რესპუბლიკის, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში გაიმართება.
ორი დღის განმავლობაში რიყის პარკი ყვავილების და გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს, იგეგმება საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.
რიყის პარკში დილიდან საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. იქ იყიდება ტრადიციული ქართული ნუგბარი, ფელამუში, ჩურჩხელა, ქართული თაფლი და ასევე ქართული ღვინო.
მთელი თბილისის მასშტაბით, თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ორი დღის განმავლობაშია დაგეგმილი. თბილისობა კი ხვალ, ტრადიციულად, საპატიო თბილისელების დაჯილდოებით დასრულება.